სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ
სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის მიმართულებების სხდომებზე (ოქმები თან ერთვის) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე
ვბრძანებ:
- დაინიშნონ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების ხელმძღვანელებად შემდეგი პირნი:
1) ინტერდისციპლინური მიმართულება - თეონა მატარაძე, ასოცირებული პროფესორი;
2) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - მანანა შამილიშვილი, პროფესორი;
3) სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება - ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი;
4)პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება - ალექსანდრე კუხიანიძე, პროფესორი;
5) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება - ფიქრია ასანიშვილი, ასოცირებული პროფესორი
2.ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.